კომაროველი მიქაელ ხარაძე ვაშინგტონი და ლის უნივერსიტეტში (Washington And Lee University) ჩაირიცხა სრული 334 000 $-იანი დაფინანსებით
- 15 აპრილი, 2022
წარმოგიდგენთ, კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს - მიქაელ ხარაძეს!
მიქაელი ვაშინგტონი და ლის უნივერსიტეტში (Washington And Lee University) ჩაირიცხა სრული 334 000 $-იანი დაფინანსებით და სწავლას კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებითგააგრძელებს !
ვაშინგტონი და ლის უნივერსიტეტი გამოირჩევა მაღალი ხარისხის განათლებითა და პრესტიჟით, რომელსაც US News-ის რეიტინგებიც მოწმობს. სწავლის დაფინანსებასთან ერთად მასუნივერსიტეტის სტიპენდიაც დაენიშნა.
მიქაელმა SAT გამოცდაზე მათემატიკის მოდულში მაქსიმალური ქულა დააფიქსირა 800/800.
მიქაელი არის:
· ლატვიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული 2022 წლის საერთაშორისო ჰაკათონისგამარჯვებული გუნდის კაპიტანი.
· ინფორმატიკის ოლიმპიადა Olyinfo-ს 2022 წლის შემოდგომის ერთ-ერთი გამარჯვებული.
· კინგსის ინგლისურის ეროვნული ოლიმპიადის 2021 წლის გაზაფხულის გამარჯვებული.
· EducationUSA Georgia ქსელის Competitive College Club Congress-ის ერთ-ერთი დელეგატი 2021 წლიდან.
· მიქაელმა გაიარა სტაჟირება პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის მიმართულებითხალიკ ბანკში 2021 წლის ზაფხულში.
· The Teen Magazine ონლაინ ჟურნალის ერთ-ერთი რედაქტორი 2021 წლიდან.
ამ წარმატებების პარალელურად მიქაელს თავისუფალ დროს უყვარს მოთხრობების წერა ინგლისურენაზე. ასევე აინტერესებს ეკონომიკური თეორიები და ფსიქოლოგია.
კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს მიქაელს!